აზერბაიჯანმა დაგმო ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის ჯარით დახმარების საკითხში

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება სომხეთისთვის 10 მილიონი ევროს ოდენობით სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ ევროპული მშვიდობის ფონდიდან, ხელს შეუწყობს სომხეთის”დესტრუქციულ საქმიანობასა” და რეგიონში დაძაბულობის ზრდას.
“საფრანგეთის მიერ გადადგმული ნაბიჯების შემდეგ, რომლითაც მან სომხეთი “ბასტიონის“”მრავალფუნქციური ჯავშანტექნიკის აღჭურვილობა და “კეისრის” თვითმავალი საარტილერიო სამაგრები გადასცა, ევროკავშირის გადაწყვეტილება სომხეთისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნის შესახებ “არასწორი და საშიში ნაბიჯია და ემსახურება დაძაბულობის გაზრდას რეგიონში”, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის აიხან გაჯიზადეს კომენტარში.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირის ქმედებები არის “აშკარად ცალმხრივი და მიკერძოებული ბუნების” და წარმოადგენს რეგიონში “გამყოფი ხაზების” შექმნის პოლიტიკას.
სომხეთისთვის სამხედრო დახმარება და მომავალში ასეთი მხარდაჭერის გაზრდის მოწოდება, გაჯიზადეს თქმით, ემსახურება სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას, “რომლითაც თითქმის 30 წელია ოკუპირებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილი და ამჟამად არ უარყოფს ტერიტორიულ პრეტენზიებს და ემსახურება ს დესტრუქციულ საქმიანობას”.
“ჩვენ კატეგორიულად ვაპროტესტებთ ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და ველით გამჭვირვალე ინფორმაციას იმ დახმარების შესახებ, რომელიც მიეწოდება სომხეთს,” – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა დაასრულოს იმ ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ხელს უწყობს რეგიონში შეიარაღებისა და მილიტარიზაციის პოლიტიკას და ესმოდეს, რომ მშვიდობასა და თანამშრომლობას რეგიონში ალტერნატივა არ გააჩნია.
“წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკავშირი იზიარებს პასუხისმგებლობას სომხეთის მხრიდან ნებისმიერ შესაძლო პროვოკაციაზე, რომელიც არღვევს სტაბილურობას რეგიონში”, – თქვა გაჯიზადემ.
ევროკავშირი სომხეთის რესპუბლიკასთან მუშაობას იწყებს უვიზო რეჟიმის შემოღებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი ავრცელებს.
მისივე თქმით, აღნიშნული მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობის გასამყარებლად, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს.
როგორც წესი, მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით რამდენიმე წელი გრძელდება.
ევროკავშირსა და სომხეთს შორის პარტნიორობის გაძლიერება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიწყო, რაც ყარაბაღის ტერიტორია მთლიანად დაიკავა აზერბაიჯანმა და სომხეთის პარტნიორმა რუსეთმა კონფლიქტში სომხეთის სასარგებლოდ ჩარევისგან თავი შეიკავა.