აზერბაიჯანი უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროსთვის თანხების გამოყოფის შესახებ, – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოუყოს ენერგეტიკის სამინისტროს 2 მილიონი დოლარის ეკვივალენტი აზერბაიჯანული მანათი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით აზერბაიჯანში წარმოებული ელექტრომოწყობილობების შესაძენად და გასაგზავნად.
ფინანსთა სამინისტროს დაევალა დაფინანსების უზრუნველყოფა, ხოლო მინისტრთა კაბინეტს – ამ ბრძანებიდან გამომდინარე საკითხების მოგვარება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს