აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა 2026 წელს შედგება. როგორც „არმენპრესი“ იუწყება, ამის შესახებ ჟენევაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ელჩინ ამირბეიოვმა.
„ეს ისტორიული წელია – 30 წლიანი კონფლიქტი საბოლოოდ დასრულდა და ჩვენ ახლოს ვართ მშვიდობის ჩამოყალიბებასთან. აგვისტოში ვაშინგტონში გამართულმა სამიტმა საშუალება მოგვცა დავადასტუროთ ორივე მხარის განზრახვა, მივყევით სამშვიდობო შეთანხმებას და გამოვხატეთ საერთო სურვილი ახალი რეგიონული განვითარების თავის ფურცლის გადაშლისთვის. ჩვენ დავასრულეთ სამშვიდობო შეთანხმების ჩამოყალიბება. მომდევნო წელიც მნიშვნელოვანი იქნება, გვინდა ეს შეთანხმება ოფიციალურად გაფორმდეს სომხეთთან“.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვენაში ეუთოს მინისტრთა საბჭოს 32-ე სხდომაზე განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ამჟამად ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მშვიდ და სტაბილურ ფაზაში იმყოფებიან.
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას, რომლის ერთ-ერთი პუნქტის მიხედვითაც სომხეთის რესპუბლიკა იმუშავებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან ერთად იმისათვის, რომ განისაზღვროს საკომუნიკაციო პროგრამის ჩარჩო სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული პროექტისა „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP).




