აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს 2024 წლის 2 აპრილამდე არ გახსნის

აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინი კიდევ ერთხელ გახანგრძლივდა – ამჯერად 2024 წლის 2 აპრილამდე. შესაბამისი გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, იტყობინება Trend.
ქვეყნის სახმელეთო საზღვრები დაკეტილი რჩება 2020 წლის გაზაფხულიდან. ბაქო აცხადებს, რომ შეინარჩუნებს კარანტინის რეჟიმს, რომელიც შემოღებულ იქნა კორონავირუსული პანდემიის გამო, „სანამ საჭირო იქნება“.
ქვეყანაში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ საჰაერო გზით. ამავდროულად, უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს შეუძლიათ რესპუბლიკის დატოვება სახმელეთო გზით.