აზერბაიჯანი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამკაცრებს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აიჰან ჰაჯიზადეს თქმით, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის ხანგრძლივობასთან დაკავშირებთ მოთხოვნები გამკაცრდება.
კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას. ცვლილებები 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი.
Euronews და Reuters წერდნენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რაკეტა ბაქოდან გროზნოში მფრინავ თვითმფრინავს გროზნოს თავზე “დრონის საჰაერო აქტივობისას” გაისროლეს. რაკეტა თვითმფრინავთან ახლოს აფეთქდა, რის გამოც გარედან დააზიანა.