აზერბაიჯანი ლონდონის აეროპორტში 50 მლნ ფუნტ სტერლინგის ინვესტიციას დებს

აზერბაიჯანი ლონდონის აეროპორტში 50 მლნ ფუნტ სტერლინგის ინვესტიციას დებს
აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობფონდმა ლონდონის გეტვიკის აეროპორტში 50 მლნ ფუნტ სტერლინგის ინვესტიციის მიზნით BlackRock-ში შემავალ ამერიკულ კომპანია Global Infrastructure Partners-თან (GIP) პარტნიორობა დაიწყო, რაც ევროპის ბაზარზე აზერბაიჯანული ფონდის მიერ დადებული ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული გარიგებაა.
„ეს ინვესტიცია ასახავს აზერბაიჯანის ფონდის სტრატეგიულ მიზანს, შექმნას გრძელვადიანი ღირებულება და თავისი პორტფელის მეტი დივერსიფიკაცია მოახდინოს, რაც განვითარებულ ბაზრებზე მდგრად ინფრასტრუქტურულ აქტივებში ინვესტირებით მოხდება,“ – წერია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქმე ისაა, რომ გეტვიკი ბრიტანეთში სიდიდით მეორე აეროპორტია, რომელიც ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. შარშან ის ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის მე-10 ადგილზე იყო.
ცნობისთვის, 2019 წელს VINCI Airports-მა GIP-ისგან გეტვიკის აეროპორტის აქციების 50.01% შეიძინა. დანარჩენ აქციებს GIP კომპანია SOFAZ-თან და სხვა გლობალურ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან ერთად მართვას.