“აზერბაიჯანი ევროკავშირის სანდო პარტნიორია” – ილჰამ ალიევი

„აზერბაიჯანი არის ევროკავშირის სანდო პარტნიორი,“ – როგორც APA იუწყება, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ კაია კალასის მიღებისას განაცხადა.
გამოცემის ცნობით, ალიევმა ყურადღება გაამახვილა სამხრეთის გაზსადენის კორიდორის მნიშვნელოვან როლზე ევროპის გაზმომარაგებაში.
ალიევის განცხადებითვე, აზერბაიჯანი დღეს უკვე ევროპულ ქვეყანას 10 ევროპულ ქვეყანას აწვდის გაზს, მათ შორის ევროკავშირის 8 წევრ ქვეყანას.
მისივე თქმით, მიწოდებების გეოგრაფიული არეალით აზერბაიჯანი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის გაზით მომარაგებას.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)