ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი ზრდის ვაჭრობას ევროკავშირთან, – ამის შესახებ საერთაშორისო ეკონომიკური მიმომხილველი გოგიტა სურამელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, აზერბაიჯანსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ 10,462 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. მისი თქმთ, ამის შესახებ იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტი.
“ეს მაჩვენებელი 22.7%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.2025 წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ექსპორტმა 9.039 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24.2%-ით მეტია 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.ევროკავშირის ქვეყნებიდან იმპორტმა 1.423 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა – 13.6%-იანი წლიური ზრდა,” – წერს ექსპერტი.
