აზერბაიჯანი ბიუჯეტის 21%-ს დახარჯავს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე – პრემიერი ასადოვი

„მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების 21 პროცენტი თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე იქნება მიმართული“, – განაცხადა მან 9 დეკემბერს მილი მეჯლისში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
ეს თანხა მიაღწევს 8.7 მილიარდ აზერბაიჯანულ მანათს – 5.1 მილიარდ დოლარს.
„აზერბაიჯანის სამხედრო ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აზერბაიჯანი სამხედრო პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს არაერთ ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
შვედეთის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (SIPRI) მონაცემებით, 2024 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის ბიუჯეტი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.99%-ს შეადგენდა; 2025 წელს, აზერბაიჯანული პროსამთავრობო მედიის ცნობით, 5.2%-ს.
აზერბაიჯანის ფინანსთა სამინისტროს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტითვე, მშპ-მა უნდა შეადგინოს 134.1 მილიარდი მანათი, ანუ 78.9 მილიარდი დოლარი.
შესაბამისად, თავდაცვის ბიუჯეტი იქნება მშპ-ის 6.5%-მდე.
2026 წლის ბიუჯეტის პროექტით, მთლიანი ბიუჯეტის 8.4% – 3.5 მილიარდი მანათი – მიმართულია „გათავისუფლებული ტერიტორიების აღსადგენად“.
· აზერბაიჯანი ბოლო ათი წელია, სამხედრო დანახარჯების წილს სტაბილურად ზრდის. მათ შორის, სამხედრო დანახარჯები გაიზარდა 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომისა და შემდგომში განვითარებული მოვლენების ფონზე.
· აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო ხელშეკრულებასთან ახლოს არიან, მათ შორის ს მედიაციით; თუმცა სომხეთის ოპოზიცია შეშფოთებულია ალიევის სხვადასხვა მოთხოვნის გამო და მიიჩნევენ, რომ ალიევის მიზანია „სომხეთის, როგორც სიცოცხლისუნარიანი სახელმწიფოს არსებობის დასრულება“.
· 2025 წლის ზაფხულში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბა აზერბაიჯანული კომპანიის ს ტერიტორიაზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო, რაზეც ალიევმა პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
· ამ პერიოდში ს სამთავრობო პროპაგანდისტები და პოლიტიკოსები მუქარით საუბრობდნენ აზერბაიჯანის შესახებ.
· 2025 წლის შემოდგომაზე – მას შემდეგ, რაც ილჰამ ალიევმა ვლადიმირ პუტინისგან მიიღო ბოდიში, რასაც თვეების განმავლობაში ითხოვდა, – დაძაბულობა განიმუხტა.
ფორუმი