აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გეგმავს, მომდევნო წელს ბიუჯეტის 21% დახარჯოს თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე.
„მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების 21 პროცენტი თავდაცვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაზე იქნება მიმართული“, – განაცხადა მან 9 დეკემბერს მილი მეჯლისში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას.
ეს თანხა მიაღწევს 8.7 მილიარდ აზერბაიჯანულ მანათს – 5.1 მილიარდ აშშ დოლარს.
„აზერბაიჯანის სამხედრო ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. დღეს აზერბაიჯანი სამხედრო პროდუქციას ექსპორტს ახორციელებს არაერთ ქვეყანაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვრცლად: www.radiotavisupleba.ge



