აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ბაქოში მოქმედი „რუსული სახლის“ დახურვა გადაწყვიტა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიით გავრცელებული ცნობები, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საქმიანობა უნდა შეწყვიტოს ბაქოში არსებულმა „რუსულმა სახლმა“.
„რუსული სახლი“ არაფორმალური სახელწოდებაა ს ფედერალური სამთავრობო სააგენტო „როსსოტრუდნიჩესტვოსი“, რომლის ოფიციალურ საიტზე მთავარ მისიად მითითებულია „მსოფლიოში რუსეთის ჰუმანიტარული გავლენის გაძლიერება“. სააგენტოს თანახმად, ორგანიზაციას მსოფლიოს 71 ქვეყანაში 87 წარმომადგენლობა აქვს.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე 6 თებერვალს პრესის შეკითხვაზე პასუხის სახით გამოქვეყნდა სამინისტროს პრესმდივნის, აიხან ჰაჯიზადეს კომენტარი, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მსგავსი ორგანიზაციების საქმიანობა რეგულირდება ეროვნული კანონმდებლობისა და ორმხრივი შეთანხმებების მოთხოვნათა საფუძველზე.
პრესმდივნის თანახმად, რუსეთის საინფორმაციო-კულტურული ცენტრი „რუსული სახლი“ იურიდიულ პირად დარეგისტრირებული არ არის, რითაც სერიოზულად დაარღვია აზერბაიჯანის კანონმდებლობა. აიხან ჰაჯიზადეს ინფორმაციით, 3 თებერვალს რუსულ მხარეს გაუგზავნეს ნოტა „რუსული სახლის“ საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე და შესაბამისი ზომების მიღებას ელოდებიან.
„როსსოტრუდნიჩესტვოს“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიმაკოვმა აზერბაიჯანისგან ნოტის მიღება დაადასტურა. 6 თებერვალს რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24-ის” ეთერში პრიმაკოვმა განაცხადა, რომ ყოველთვის მზად იყვნენ ბაქოში არსებული „რუსული სახლის“ დასარეგისტრირებლად, თუმცა შესაბამისი მიმართვები აზერბაიჯანული მხარისგან უპასუხოდ რჩებოდა.
„როსსოტრუდნიჩესტვო“ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს შორისაა, რომლებიც ევროკავშირის მიერ სანქცირებული არიან ში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო.
ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ „რუსული სახლის“ საქმიანობის შეწყვეტა მოითხოვა, 6 თებერვალს პირველმა გაავრცელა მთავრობასთან კავშირის მქონე სააგენტო Report-მა.
მან „წყაროებზე“ დაყრდნობით დაწერა, რომ „აზერბაიჯანი განაგრძობს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვის თანმიმდევრულ კურსს და არ აპირებს მოითმინოს საშინაო საქმეებში გარედან ჩარევა, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მომდინარეობს“.
სააგენტოს წყარომ ამის დასტურად მოიყვანა ბაქოს მიერ ჯერ კიდევ პრეზიდენტ ს ინაუგურაციამდე მიღებული გადაწყვეტილება აზერბაიჯანში -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, USAID-ის საქმიანობის შეჩერების შესახებ.
რამდენიმე ხნის წინ, აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულმა ტელეარხმა Baku.tv-მ მოამზადა რეპორტაჟი „რუსული სახლის“ შესახებ და ის, ფაქტობრივად, დაადანაშაულა არამეგობრულ და ჯაშუშურ საქმიანობაში.
ამ რეპორტაჟს წინ უძღოდა აზერბაიჯანული თვითმფრინავის კატასტროფა, რომლის გამომწვევ მიზეზად ბაქომ დაასახელა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის მოქმედება.
აზერბაიჯანული წყაროების თანახმად, 2024 წლის 25 დეკემბერს, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, გროზნოსთან უკრაინული დრონების მოგერიებისას დააზიანა რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემის ცეცხლმა და კურსის შეცვლის შემდეგ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ჩამოვარდა.
ფორუმი