აზერბაიჯანში განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი გახანგრძლივდა. როგორც სააგენტო Trend News Agency იუწყება, შესაბამის დადგენილებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.გადაწყვეტილების თანახმად, “აზერბაიჯანის ტერიტორიაზე კორონავირუსული ინფექციის, COVID-19 გავრცელების პრევენციისა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2026 წლის 1 ივლისის 06:00 საათამდე”.მანამდე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი 2026 წლის 1 აპრილის 06:00 საათამდე იყო გახანგრძლივებული.



