აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაქოში ერთ-ერთ საელჩოზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აღკვეთა

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაქოში ერთ-ერთ საელჩოზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აღკვეთა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, სამი პირი დააკავეს, რომლებიც ე.წ. „ისლამურ სახელმწიფო – ხორასანის“ ბრძანებით ბაქოში ერთ-ერთ უცხოურ საელჩოზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდნენ.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამმა პირმა – ილგარ გულიევმა, ამინ პირიევმა და ელვინ ალიზადამ იარაღები შეიძინეს და რელიგიურ ნიადაგზე ტერორისტული თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.
უსაფრთხოების სამსახურმა არ დაასახელა, რომელი ქვეყნის საელჩოზე მზადდებოდა თავდასხმა.