აზერბაიჯანის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერ ალი ქარიმლის პატიმრობა შეუფარდა

აზერბაიჯანის სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სასამართლოს ბრძანებით, ოპოზიციური „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ლიდერი, ალი ქარიმლი წინასწარ პატიმრობაში თებერვლის შუა რიცხვებამდე დარჩება.
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქარიმლის სახლში ჩხრეკა შაბათს ჩაატარა, ხოლო მოგვიანებით ის და პარტიის კიდევ ორი წევრი პრეზიდენტ ს გადაგდების მიზნით სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავა.
„აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის“ ერთ-ერთ წევრს, მამედ იბრაჰიმს წინასწარი პატიმრობა 13 თებერვლამდე შეუფარდეს.
გამოცემას ქარიმლის ადვოკატმა განუცხადა, რომ ის ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკურად მოტივირებულად თვლის.
სამთავრობო წყარომ Reuters-თან საუბარში აღნიშნა, რომ ქარიმლის წინააღმდეგ გამოძიება რამიზ მეჰდიევის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციას 1994 წლიდან 2019 წლამდე ხელმძღვანელობდა. წყაროს ცნობით, ხელისუფლება ქარიმლის მეჰდიევის მიერ დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებს.
ცნობისთვის, გასულ თვეში ბაქოს სასამართლომ 87 წლის მეჰდიევს ოთხთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მას ბრალი წაუყენეს სხვადასხვა დანაშაულში, მათ შორის ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობაში.