აზერბაიჯანის საზღვრის დაცვის სამსახური – ჩავატარეთ ოპერაცია სომხეთის პროვოკაციის საპასუხოდ

აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ნაწილებმა, სომხეთის შეიარაღებული ძალების გუშინდელი პროვოკაციის საპასუხოდ, საზღვარზე ოპერაცია „შურისძიება“ ჩაატარეს.
ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ოპერაციის დროს მთლიანად განადგურდა გაფანის რაიონში ნერკინ-ანდის დასახლებასთან ახლოს მდებარე სომხეთის შეიარაღებული ძალების საბრძოლო პოსტი, საიდანაც გუშინ ცეცხლი გახსნეს და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა“, – აცხადებენ აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურში.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხური მხარე ზანგელანის მიმართულებით აზერბაიჯანული პოზიციების დაბომბვაში დაადანაშაულა. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო სომეხი სამხედროების მხრიდან ცეცხლის გახსნას უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლი აზერბაიჯანულმა ძალებმა გახსნეს, რის შედეგადაც ორი სომეხი სამხედრო დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან გაჩეჩილაძე – ერთ-ერთი საჭიროება, რისთვისაც შექმნეს იუსტიციის სახლი იყო, რომ აღრიცხეს ყველა და ყველაფერი, ვინც კი სუნთქავდა, იმიტომ, რომ არჩევნები ეკონტროლებინათ – აღრიცხულ ადამიანებს ინდივიდუალურად ემუშავებოდნენ

საგარეო უწყება ევროკავშირის დელეგაციის წევრის ქვეყანაში არ შემოშვებაზე – ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუგებრობას, გვქონდა კომუნიკაცია ევროკავშირის მხარესთან, რის შესახებაც მათ განემარტათ და საკითხი ამოწურულია