აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში USAID-ს საქმიანობის შეჩერებას ითხოვს

აზერბაიჯანი შეერთებულ შტატებს -ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქმიანობის შეჩერებას სთხოვს, ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო Trend იტყობინება.
შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ „USAID-ს არ აქვს არანაირი სამართლებრივი საფუძველი აზერბაიჯანში საქმიანობისთვის და უნდა შეწყვიტოს მუშაობა“.
ასევე, გამოცემა Report წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბაქომ რუსეთს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა ქვეყანაში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.
„ჩვენი ქვეყანა თავად გახდა დონორი და აღარ საჭიროებს გარე დახმარებას“, – ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.