აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს

დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვდება.
„ვიზიტის ფარგლებში ჯეიჰუნ ბარიამოვი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან სთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან.
ჯეიჰუნ ბაირამოვი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს, ასევე, პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის მონუმენტს.
ამასთან, 2025 წლის 21 ივლისს, თბილისში საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, მინისტრების მოადგილეების დონეზე, პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ