აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ – მინდა მოგილოცოთ ქართველ ხალხს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მიღწეული წარმატება მიულოცა.
როგორც ჯეიჰუნ ბაირამოვმა თავის ქართველ კოლეგა, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ისტორიული მიღწევა იყო.
„პირადად ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის საქართველოში ყოფნა ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვან დროს ემთხვევა და ეს დამატებით უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ვიზიტს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული მიღწევები ვნახეთ. ისტორიული გამარჯვება ის იყო, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობს, დღეს კი ჩვენ არაჩვეულებრივი შედეგი ვნახეთ, როდესაც საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გადავიდა. ძალიან სასიამოვნო თამაში ვნახეთ. დღეს, როდესაც თბილისში ჩამოვედი, აეროპორტიდან დაწყებული ქალაქში მოსვლამდე, ყველგან ეს ატმოსფერო იგრძნობოდა. მინდა მოგილოცოთ თქვენ და მთლიანად ქართველ ხალხს“,-განაცხადა ბაირამოვმა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. მატჩის პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე მ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. 30 ივნისს, მერვედფინალში საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ