აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი – სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი დოკუმენტები კვლავ აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანულ მიწებზე – ეს უნდა მოგვარდეს

აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ, – აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმების ორ მუხლზე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის და მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„სომხეთის კონსტიტუცია და სამართლებრივი დოკუმენტები კვლავ აცხადებს პრეტენზიას აზერბაიჯანულ მიწებზე. ეს უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დასძინა, რომ მორიგი შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ „რუსული ჩარევის“ მხილებამ დაადასტურა, რომ „რუსულის“ იარლიყის მიკერება ერთ ცენტრში ჩამოყალიბებული ტაქტიკაა, რომელსაც მოსყიდული პოლიტიკოსებით და „ენჯეოებით“ ნერგავენ