აზერბაიჯანის საგარეო მინისტრი საწვავის ტრანზიტზე: ვფიქრობ, საკითხი მოგვარებულია

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვას თქმით, აზერბაიჯანული საწვავის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის საკითხი მოგვარებულია.
მისი თქმით, ტარიფმა თავდაპირველად კითხვები გააჩინა, თუმცა ახლა კომპანიები “ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე” შეთანხმდნენ.
“ამან [ტარიფმა] აზერბაიჯანში კითხვები გააჩინა, რადგან ეს არ შეესაბამებოდა არსებულ პრაქტიკას. მოკლე დროში საქართველოს ხელმძღვანელობა ჩაერია ამ საკითხში და საკითხი მოგვარდა.
კომპანიებს შორის შედგა შეთანხმება ბაზრის პირობებთან სრულად შესაბამის ტარიფზე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ხელმძღვანელობას. ეს მიუთითებს, რომ აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობები მეგობრულია. ვფიქრობ, ეს საკითხი მოგვარებულია და ეს გზა კვლავ გამოყენებული იქნება”, – თქვა მან.
10 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ დაწერა, რომ “თბილისის სატარიფო დემარშზე პასუხად, ბაქო სომხეთის საზღვრამდე სარკინიგზო ხაზის აღდგენას განიხილავს”.
მანამდე, მედია წერდა, რომ საქართველომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში ტრანზიტისთვის არარეალურად მაღალი ტარიფი მოითხოვა.
ამ ინფორმაციის პასუხად, ქართული ოცნების პრემიერმა მ გადაწყვიტა, რომ აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.
Minval Politika აღნიშნავს, რომ მისმა მანამდე გამოქვეყნებულმა პუბლიკაციამ ქართული ოცნების ხელისუფლება აიძულა, მისთვისვე პოლიტიკური თვალსაზრისით მომგებიანი რეაგირება მოეხდინა, საუბარია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე.
სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ტრანზიტისთვის საქართველოს ალტერნატივის პოვნა.