აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას ულოცავს.
მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიიღო, აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ხაზს უსვამს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების დინამიკას.
„ბატონო პრემიერ მინისტრო, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დამტკიცებას. კმაყოფილებას იწვევს ჩვენს მეგობარ და საიმედო პარტნიორთან, საქართველოსთან ურთიერთობების მზარდი დინამიკა. ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან ისტორიული ფესვებით არიან დაკავშირებულნი, ნაყოფიერად თანამშრომლობენ ურთიერთსასარგებლო სფეროებში, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც ხელი შევუწყოთ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობებისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაფართოებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენი ახალი მანდატის განმავლობაში, მოძმე ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის არმიაზე, მისი საფუძველი შეიძლება უკრაინული არმია გახდეს. დღეს უკრაინას ჰყავს ყველაზე მრავალრიცხოვანი, ძლიერი და გამოცდილი არმია ევროპაში