აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია

2026 წლის 6 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით ეწვია.
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აზერბაიჯანის პრეზიდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დახვდა.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ილჰამ ალიევის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, რის შემდეგაც გაკეთდება ერთობლივი განცხადებები მედიასთან.