აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უსამძიმრებს

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით უსამძიმრებს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილი მიიღო.
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ხანძრის შესახებ, რომლის შედეგად დაიღუპა ხუთი ბავშვი. მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოვხატავ ჩემს ღრმა მწუხარებას,
გიცხადებთ სამძიმარს პირადად თქვენ, გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და მთელს ქართველ ხალხს”,- აღნიშნულია ალი ასადოვის სამძიმრის წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა