აზერბაიჯანის ნაკრები ცნობილმა პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჩაიბარა

აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად 69 წლის პორტუგალიელი ფერნანდუ სანტუში დანიშნეს. ხვალ მას ოფიციალურად წარადგენენ და კონტრაქტის დეტალები გახდება ცნობილი.
ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით პორტუგალია 2016 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ადრე “ეშტორილს”, “ეშტრელას”, “პორტუს”, აეკ-ს (ორჯერ), “პანათინაიკოსს”, “სპორტინგს”, “ბენფიკას”, “პაოკს”, აგრეთვე პოლონეთისა და საბერძნეთის ნაკრებებს ედგა სათავეში. ბოლოს “ბეშიქთი” მუშაობდა, რომელიც აპრილში დატოვა.