რუსული პრესის ინფორმაციით, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაცია ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორ კანდიდატურას განიხილავს.
ესენი გამოცდილი დამრიგებლები, შენოლ გიუნეში და სტანისლავ ჩერჩესოვი არიან. აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც იტალიელი ჯანი დე ბიაზი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ გაათავისუფლეს.
ჩერჩესოვი რამდენიმე თვის წინ უნგრული “ფერენცვაროშიდან” დაითხოვეს, გიუნეში კი ბოლოს “ბეშიქთაშს” ავარჯიშებდა.