აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაზიანდა – სომხეთი

“31 მარტს დაახლოებით 00:50 საათზე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს ხნაცის (სიუნიკის რეგიონი) მიმართულებით, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი სახლი”, – წერია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სომხეთის უწყების ცნობითვე, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა და აზერბაიჯანს მოუწოდა დასახლებულ პუნქტში ცეცხლის გახსნის ფაქტი გამოიძიოს.
ამავე დროს, განცხადება გაავრცელა ბაქომაც, რომლის შესაბამისად, 31 მარტს სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა გახსნეს ცეცხლის აზერბაიჯანული პოზიციების წინააღმდეგ, რაც თავის მხრივ, ერევანმა კატეგორიულად უარყო.
13 მარტის ინფორმაციით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეათანხმეს “სამშვიდობო შეთანხმების” პროექტი, თუმცა შეთანხმებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: მიშას კომპლექსი… ალბათ უფრო სწორია ვთქვა – მიშათი დაკომპლექსებულები. ვინ არიან ისინი? პერსონიფიცირებას აზრი არ აქვს – მთლიანად ქართულ პოლოტიკურ სპექტრს აქვს მიშას კომპლექსი – განსაკუთრებით მისგან “ნაჩეკ” ლიდერებს