აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება – სომხეთში აშშ-ის წვრთნები, საფრანგეთის მიერ ლეტალური იარაღის მიწოდება, ევროკავშირის სამხედრო დახმარების პირველი ფაზა სომხეთს აქეზებს და კიდევ ერთი ომისთვის მზადებაზე მიანიშნებს

აზერბაიჯანი სომხეთს შეიარაღებულ პროვოკაციებში ადანაშაულებს. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სომხეთმა “პროვოკაციები ჩაიდინა” მძიმე იარაღის გამოყენებით ქალაქ ქალბაჯართან და ვერტმფრენების გამოყენებით ქალაქ თოუზის მიმართულებაზე.
“უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის მიერ მსგავსი პროვოკაციები პირველად არ ხდება და სისტემური გახდა. შეერთებული შტატების მიერ სომხეთში გამართული წვრთნები, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება, ევროპული სამშვიდობო მექანიზმის საფარით ევროკავშირის მიერ ათი მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების პირველი ფაზა ოკუპანტ ქვეყანას – სომხეთს – აქეზებს მსგავსი პროვოკაციების განხორციელებისთვისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ომისთვის მზადებაზე მიანიშნებს”, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მათი თქმით, ბაქოს წინააღმდეგ “პროვოკაციული ქმედებები” თუ არ შეწყდება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავდაცვისთვის “საჭირო საპასუხო ზომებს” გამოიყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ