აზერბაიჯანის განცხადებით, საქართველოდან აზერბაიჯანში ფაროსანას მასობრივი მიგრაცია მოხდა

აზერბაიჯანის განცხადებით, საქართველოდან აზერბაიჯანში ფაროსანას მასობრივი მიგრაცია მოხდა,- ამის შესახებ ქვეყნის სურსათის უვნებლობის სააგენტოს განცხადებაშია საუბარი. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ აზერბაიჯანში, საქართველოს მოსაზღვრე შექი-ზაქათალის რეგიონში ფაროსანების მასიური შემოსევა შეინიშნება

Oxu.Az-ის მოთხოვნის საპასუხოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სურსათის უვნებლობის სააგენტომ განაცხადა, რომ ეს საკითხი მკაცრი შემოწმების ქვეშაა: შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და შემუშავდა საგანგებო სამოქმედო გეგმა. სააგენტოს ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ფაროსანა ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და აზერბაიჯანში მისი მასობრივი მიგრაცია საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ განხორციელებულმა კონტროლის ზომებმა, ასევე მავნებლის მიერ სექტემბრის ბოლოდან ზამთრის თავშესაფრების ძიებამ გამოიწვია. სააგენტო რეგიონის მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლასთან დაკავშირებით შესაბამის რეკომენდაციებს აძლევს