„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავმა ყაზახეთის ქალაქ აქთაუს აეროპორტთან კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
აზერბაიჯანული ავიაკომპანია Azal-ის სამგზავრო თვითმფრინავი 25 დეკემბერს რადარებიდან გაუჩინარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა, უკანასკნელად მისი კვალი ყაზახეთში, ქალაქ აქტაუსთან დააფიქსირეს.
Sky news-ის ინფორმაციით, თვითმფრინავში 67 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ავარიას 6 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი გადაურჩა.
Flightradar24-ის რუკებზე დაკვირვებით ირკვევა, რომ თვითმფრინავმა კურსი კასპიის ზღვის ცაზე შეიცვალა და აქტაუს მიმართულებით გაფრინდა. ქალაქის სიახლოვეს კი ავარიული დაშვება დაიწყო.
წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი თვითმფრინავის ფრინველთა ჯგუფთან შეჯახება გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ