“აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა

25 დეკემბერს აზერბაიჯანიდან რუსეთში მიმავალმა სამგზავრო თვითმფრინავმა კასპიის ზღვასთან ახლოს, ყაზახეთის ქალაქ აკტაუსთან ავარია განიცადა. “აზერბაიჯანის ავიახაზების” განცხადებით, თვითმფრინავი ბაქოდან გროზნოში, ჩეჩნეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდა, მაგრამ ყაზახეთში მდებარე აკტაუს აეროპორტში ავარიული დაჯდომის ნებართვა მოითხოვა.
“აზერბაიჯანის ავიახაზების” რეის J2-8243-ზე სულ 62 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა. ამ დროისთვის გავრცელებული ცნობების მიხედვით, ბორტზე მყოფთაგან 32 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
წინასწარი მონაცემებით, ავარია შესაძლოა ჩიტებთან დაჯახებას გამოეწვია. რეისი განსაზღვრული კურსიდან ასობით კილომეტრის დაშორებით მიფრინავდა. მარშრუტის შეცვლის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავარიის მომენტი ემთხვევა დროის იმ ინტერვალს, როცა დრონების აქტივობის გამო, ს სამხრეთში მდებარე აეროპორტები დაიხურა.
მედიაში ვრცელდება ყაზახეთის საგანგებო სამსახურის მინისტრის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მაშველებმა თვითმფრინავზე გაჩენილი ცეცხლი სწრაფად ჩააქრეს. გადარჩენილი ადამიანები, რომელთა შორის ორი ბავშვია, ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს დაღუპულთა გვამების ამოცნობის პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია

საბა ბრაჭველი: თუ ამ შედეგის გამომწვევ მიზეზებს ჩავყვებით, ვნახავთ, რომ დაგეგმილია საუნივერსიტეტო პერსონალის დიდი შემცირება და წმენდა. ჰაერზე კი არ იზრდება რამე – პროფესორების ადგილების გამოთავისუფლების ხარჯზე გაიზრდება დარჩენილების ხელფასი

პრემიერი – მკაცრად უნდა ვიზრუნოთ სასწავლო პროგრამების შინაარსის და ხარისხის მოწესრიგებაზე – დღეს უმეტეს შემთხვევაში გვყავს არასრულ განაკვეთზე დასაქმებულები, უნივერსიტეტებში ძირითად ბირთვს უნდა შეადგენდნენ სრულ განაკვეთზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლები