„აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა

ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა, კატასტროფის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა კანატ ბოზუმბაევმა განაცხადა.
მისი თქმით, თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი. ავარიის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა, 29 კი გადარჩა. გადარჩენილები სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა.
თვითმფრინავის მგზავრებიდან დაღუპულია აზერბაიჯანის 23 მოქალაქე, რუსეთის 7 მოქალაქე და ყაზახეთის 6 მოქალაქე. ეკიპაჟის 5 წევრიდან 2 დაიღუპა და 3 გადარჩა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”