აზერბაიჯანიდან შესრულებულ ავიარეისებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა, რუსეთი – პირველზე

იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანიდან შესრულებული ავიარეისების მიმართულებებს შორის საქართველო მეოთხე ადგილზეა. ამის შესახებ ქვეყნის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, Report ავრცელებს.
რაც შეეხება საქართველოს, აზერბაიჯანიდან საქართველოს მიმართულებით იანვარ-აგვისტოში 1 353 რეისი შესრულდა, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 33,1%-ით მეტია.
2024 წლის 8 თვეში აზერბაიჯანიდან ყველაზე მეტი ავიარეისი შემდეგ 10 ქვეყანაში შესრულდა:
· – 5 134 რეისი (+12,9%)
· თურქეთი – 4 004 (+5,5%)
· არაბთა გაერთიანებული საემიროები – 2 034 (+31%)
· საქართველო – 1 353 (+33,1%)
· – 617 (-4,6%)
· ყაზახეთი – 557 (-5,8%)
· ინდოეთი – 435 (+5,6-ჯერ)
· ყატარი – 399 (+64,1%)
· ქუვეითი – 297 (+24,7%)
· უზბეკეთი – 287 (+33,5%)