„აზერბაიჯანიდან ბულგარეთში 2023 წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობა 1 მლრდ კუბური მეტრი იქნება“ – ალიევი

აზერბაიჯანის გაზის მიწოდება ბულგარეთში 2023 წელს დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
„ჩვენი გაზის მიწოდება ბულგარეთში ორი წლის წინ დაიწყო. 2021 წელს მიწოდებული იყო 270 მილიონი კუბური მეტრი. 2022 წელს მიწოდების მოცულობამ 500 მილიონ კუბურ მეტრზე ცოტა მეტი შეადგინა. წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1 მილიარდი კუბური მეტრი იქნება“, – განაცხადა მან სერბეთის ქალაქ ნისში სერბეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის გაშვების ცერემონიაზე.
აზერბაიჯანი ამჟამად აწვდის გაზს ევროპაში იტალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, რუმინეთსა და უნგრეთს. მიწოდება სერბეთში 2024 წელს დაიწყება. გარდა ამისა, ევროპის არაერთმა ქვეყანამ გამოხატა ინტერესი აზერბაიჯანული გაზის შეძენის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ