აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიფოვი გაათავისუფლეს. ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი თამთა მიქელაძე ავრცელებს.
“მიქელაძის განმარტებით, განყოფილებაში გაირკვა, რომ სადიგოვი ძებნილთა სიაში ძველი საქმის გამო კვლავ იყო ასახული, რის გამოც მის მიმართ ამ სიიდან ამოშლისა და შესაბამისი შემოწმების პროცედურები გაატარეს.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის პოლიციამ გაათავისუფლა. ჟურნალისტს ამ წუთებში ველაპარაკეთ და ამბობს, რომ ქუჩაში იყო, როცა მიხვდა, რომ უთვალთვალებდნენ. შემდეგ მასთან მივიდა მილიცია და განუცხადა, რომ ის იძებნებოდა და მილიციის განყოფილებაში უნდა გაჰყოლოდა. ადგილზე მას არ აუხსნეს გადაყვანის მიზეზი და მასაც და მის ნათესავსაც დაკავების შთაბეჭდილება შეექმნა.
განყოფილებაში გაირკვა, რომ ის ძებნილთა სიაში ძველი საქმის გამო კვლავ იყო ასახული, რის გამოც მის მიმართ ამ სიიდან ამოშლისა და შესაბამისი შემოწმების პროცედურები გაატარეს. დაახლოებით 40 წუთში ის მილიციის განყოფილებიდან გამოუშვეს.
ახლა ჟურნალისტი სახლშია, თუმცა ამ აპიზოდშიც კარგად ჩანს, როგორი დაუცველობისა და შიშის რეალობაში ცხოვრობს ის ბაქოში”. – წერს მიქელაძე.
5 აპრილს, ივანიშვილის რეჟიმმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე აფგან სადიგოვი “სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის” ქვეყნიდან გააძევა. აზერბაიჯანი სადიგოვის გადაცემას 2024 წლიდან ითხოვდა.
აფგან სადიგოვის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია 4 აპრილს, ღამით, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ გაავრცელა.
სადიგოვს შეეფარდა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით.
საქართველოდან გაძევების შემდეგ, 6 აპრილს ცოლმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სადიგოვი აზერბაიჯანში დააკავეს.