აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი თურქეთში დააკავეს

თურქეთში ოპოზიციური სტრუქტურის წარმომადგენელი გიულთექინ ჰაჯიბეილი დააკავეს, ხოლო აზერბაიჯანში, ს მოქალაქე და სახალხო ფრონტის პარტიის წევრი სალეხ რუსტამოვი. ოპოზიციის განცხადებით, ორივე შემთხვევა აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ლიდერის, ალი ქარიმლის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებს უკავშირდება.
თურქეთში 30 ნოემბრის ღამით დააკავეს აზერბაიჯანის ეროვნული დემოკრატიული ძალების საბჭოს წევრი გიულთექინ ჰაჯიბეილი, რომელსაც დეპორტაციის საფრთხე ემუქრება. პარტიის მონაცემებით, ის ბოლო ორი თვეა სტამბოლში ცხოვრობდა და პრო-სამთავრობო მედიაში დაწყებულ კამპანიას მის წინააღმდეგ აბსურდულ ბრალდებად მიიჩნევდა.
გიულთექინ ჰაჯიბეილმა იმ ღამეს Facebook-ზე დაწერა, რომ მის ბინასთან თურქმა ძალოვანებმა მიაკითხეს:
„ახლახან კარზე დააკაკუნეს ბინაში, სადაც შვილთან ერთად ვცხოვრობ სტამბულში. მოვიდნენ ძალოვანები და პოლიციაში მივყავართ. ამის საფუძველი არ არსებობს. თურქეთში 25 სექტემბერს ჩამოვედი და ჩემი აქ კანონიერად ცხოვრების სამთვიანი ვადა ჯერ არ ამოწურულა. გარდა ამისა, ორწლიანი ბინადრობის ნებართვა მაქვს. სავარაუდოდ, თურქეთი ჩემი დეპორტაციისთვის აზერბაიჯანის მთავრობის მოთხოვნას ასრულებს,“ – დაწერა მან.
ამასთან, აზერბაიჯანის გედაბეის რაიონში დააკავეს ს მოქალაქე და პარტიის წევრი სალეხ რუსტამოვი, რომელიც ბაქოში გადაიყვანეს. პარტიაში ამ დაკავებებს ალი ქარიმლის საქმის გაგრძელებად მიიჩნევენ. ქარიმლი, მისი მრჩეველი და რამდენიმე აქტივისტი 29 ნოემბერს ჩხრეკების შემდეგ დააკავეს, რასაც პარტია „პოლიტიკურ ანგარიშსწორებად“ აფასებს.
2024 წელს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა. 2025 წლის ოქტომბერში „პოლიტპატიმრების თავისუფლების კავშირმა“ ახალი სია გამოაქვეყნა – უკვე 392 სახელით. ბოლო წლის განმავლობაში ზრდა რეკორდულია. აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობას კვლავ უარყოფს.