აზერბაიჯანელი დეპუტატი: მაღალია ალბათობა, რომ სამგზავრო თვითმფრინავი რუსეთმა ჩამოაგდო

აზერბაიჯანის პარლამენტის დეპუტატმა ჰიკმათ ბაბაოღლუმ 27 დეკემბერს რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ “ძალიან მაღალია” ალბათობა და “სიმართლესთან ყველაზე ახლოსაა” ვერსია, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.
ბაბაოღლუს თქმით, მართალია ეს ვერსია “მხოლოდ შესაძლებლობაა… როგორც ამ ეტაპისთვის არსებული დაკვირვების შედეგები და დასკვნები აჩვენებს, ვერსია, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ყველაზე ახლოსაა სიმართლესთან”.
თვითმფრინავი 25 დეკემბერს ჩამოვარდა, როცა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოდან რუსეთის ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ასრულებდა რეისს. თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ აქთაუსთან ახლოს, ბორტზე მყოფი 67 მგზავრიდან 38 დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)