აზერბაიჯანელი აქტივისტი ბაქოს ციხიდან ფაშინიანს წერილით მიმართავს

პოლიტიკის მკვლევარი, პრაღის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი და ანტისაომარი აქტივისტი ბაჰრუზ სამედოვი, რომელსაც აზერბაიჯანში სახელმწიფო ღალატს ედავებიან, წერილით მიმართას სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. წერილს meydan.tv ავრცელებს:
„ბატონო პრემიერ-მინისტრო!
გთხოვთ, დარჩეთ ერთგული მშვიდობის დღის წესრიგის მიმართ, გააკეთოთ მაქსიმუმი, რათა აღიკვეთოს ცეცხლის რეჟიმის დარღვევის შემთხვევები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე და გადადგათ პრაქტიკული ნაბიჯები იმისთვის, რომ მომავალში თანაცხოვრება შესაძლებელი გახდეს.
გარდა ამისა, გთხოვთ, გააკეთოთ ოფიციალური და დასაბუთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ არ გამაჩნია არანაირი კავშირი სომხეთის საგარეო დაზვერვის ორგანოებთან. იმედი მაქვს, რომ მხარეებს შორის კონტაქტი ხელს შეუწყობს ჩემს დროულ გათავისუფლებას და დასრულდება ჩემი „ანტისაომარი პატიმრობა“.
ბაჰრუზ სამედოვი ქვეყნდებოდა OC Media-სა და Baku Research Institute-ის პლატფორმებზე. ის არის კარლის უნივერსიტეტის დოქტორანტი ჩეხეთში. ცნობილია აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის კვლევებითა და აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკით.
ბაჰრუზ სამედოვი დააკავეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა 2024 წლის 21 აგვისტოს. საბაილის რაიონულმა სასამართლომ ის 4 თვით დააპატიმრა სსკ-ის 274-ე მუხლით (სახელმწიფო ღალატი). 17 დეკემბერს სასამართლომ დააკმაყოფილა საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა და ბაჰრუზ სამედოვის წინასწარი პატიმრობა გაახანგრძლივა დამატებით 2 თვედ და 15 დღით.
ბაჰრუზ სამედოვი საკუთარ თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ არის პაციფისტი და ეწინააღმდეგება ომს. მისი გამოსვლები და სტატიები სწორედ ამას ეხება. ასევე, აბსურდულად შეაფასა სომხეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდება და განაცხადა, რომ დაკავებისას წამების მსხვერპლი გახდა.