Sportinfo.az წერს, რომ აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზა, მაგრამ მისგან უარი მიიღო.
უკრაინელი ბოლოს გუნდს 10 წლის წინ მოძღვრავდა და ჩვენს მეზობელ ქვეყანას აცნობა, რომ ამ საქმიანობაში დაბრუნებას არ აპირებს.
აზერბაიჯანის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც იტალიელი ჯანი დე ბიაზი გაათავისუფლეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ეს თანამდებობა შესაძლოა, კახა ცხადაძეს დაეკავებინა.