აზერბაიჯანამდე ახალი გზის მშენებლობა მომავალ წელს 510 მლნ ლარი, სომხეთამდე კი ₾300 მლნ დაჯდება

საქართველოს სომხეთთან და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი გზების ტენდერები უკვე გამოცხადდა, 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად პროექტში კი ასევე გათვალისწინებულია დაფინანსება ამ გზებისთვის.
ბიუჯეტის მიხედვით, აზერბაიჯანამდე ახალი გზის მშენებლობაზე 510 მილიონი ლარის, სომხეთის მიმართულებით კი 300 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
პროექტის თანადაფინანსებას ევროპის საინვესტიციო ბანკი 250 მილიონი ევროს კრედიტით, (750 მილიონი ლარით) ახდენს.
2025 წელს პროექტზე 190 მლნ ლარი, 2026-ში 280 მილიონი ლარი, 2027-ში 250 მილიონი ლარი, 2028 წელს კი 90 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ახალი მაგისტრალები ქალაქ რუსთავში დაიწყება და ის წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით აშენდება. პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერები უკვე გამოცხადებულია.