აზაროვი სასტარტოში დაბრუნდა – “შახტარმა” გაიმარჯვა

უკრაინის პრემიერლიგის მეშვიდე ტურში „შახტარმა“ აუტსაიდერი „ობოლონი“ 4:0 დაამარცხა.
დონეცკური გუნდის მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც ბოლო ორ მატჩში სათადარიგო იყო, მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა და შეუცვლელად ათამაშა.
„შახტარი“ 12 ქულით მეოთხე ადგილზეა და 27 სექტემბერს როვნოში „ვერესს“ დაუპირიპირდება.
შახტარი – ობოლონი 4:0
გოლები: 1:0 ბონდარენკო (17), 2:0 ტრაორე (67), 3:0 სუდაკოვი (78), 4:0 ნევერტონი (90)