აზაროვი “მარსელთან” მატჩში სასტარტოშია

ევროპა ლიგის საპასუხო 1/16-ფინალურ მატჩში „შახტარი“ გასვლაზე „მარსელს“ დაუპირისპირდება. დონეცკურ გუნდში ისევ სასტარტოშია ირაკლი აზაროვი, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილი სათადარიგოა.
შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა. მატჩი “ველოდრომზე” თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.