უკრაინის პრემიერლიგის 26-ე ტურში „შახტარმა“ „ზარია“ 2:1 დაამარცხა.
ოთხი დღის წინ „შახტარმა“ ლუგანსკურ კლუბს ძლივს სძლია და დღესაც ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. „მეშახტეები“ სრულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ სწრაფი კონტრშეტევისას გოლი გაუშვეს, რის შემდეგაც დიდი ძალებით შეუტიეს და ორჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. ორივე გოლი მარცხენა ფლანგიდნ კელვინის ჩაწოდებას მოჰყვა – პირველი ეგინალდუმ გაიტანა, მეორე კი სიკანმა და დონბასელებმა ზედიზედ მე-11 გამარჯვება მოიპოვეს.
დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა 71-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად.
„შახტარს“ 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 58 ქულით
ლიდერია და 27 აპრილს გასვლაზე „ჩერკასის“ დაუპირისპირდება.
შახტარი – ზარია 2:1
გოლები: 0:1 ანტიუხი (50), 1:1 ეგინალდუ (72), 2:1 სიკანი (87)
გაძევება: საპუტინი (90, ზარია)