ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მცირე სათამაშო დროის გამო, ირაკლი აზაროვი „შახტარიდან“ წასვლას აპირებს, ახლა კი ჟურნალისტი იგორ ბურბასი იტყობინება, რომ გუნდს უკრაინის ნაკრების წევრი ეფიმ კონოპლია დატოვებს.
23 წლის კონოპლიას დონეცკურ კლუბთან კონტრაქტი ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, სეზონური გასამრჯელოს დაახლოებით 800 ათას ევრომდე გაზრდის სანაცვლოდ თანამშრომლობის გაგრძელება შესთავაზეს, რაზეც ფეხბურთელი არ დათანხმდა. ის თვლის, რომ უფრო მაღალ ხელფასს იმსახურებს.
ამ სეზონში კონოპლიამ ყველა ტურნირზე 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 5 მილიონია.
Sport.ua-ს ცნობით, ეფიმის აგენტები თავისი კლიენტის ტრანსფერზე გერმანიის ერთ-ერთ კლუბთან აწარმოებენ მოლაპარაკებას.
“ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, რუსები უფრო აგრესიულები გახდნენ და ყველაფერი გაუარესდა” – ფონსეკამ უკრაინაში მიმდინარე ომზე ვრცლად ისაუბრა
[VIDEO] სიგუამ “ფიორენტინას” გაუტანა და “ლოზანა” პლეი-ოფში გაიყვანა – მექვაბიშვილის “უნივერსიტატეას” დრამა ათენში
[VIDEO] აზაროვის საგოლე პასი და 18 წლის ბრაზილიელების გოლები
აზაროვი “შახტარიდან” მიდის – გადაწყვეტილება გადახედვას არ ექვემდებარება
აზაროვს “შახტარიდან” წასვლა უნდა – რას წერენ უკრაინელები ქართველის შესახებ
რა ხდება აზაროვთან დაკავშირებით – კონფერენს ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, უკრაინის ჩემპიონატზე კი არ ათამაშებენ
კიდევ ერთმა “მეშახტემ” აწაპნა დინამოელს გოგონა
აზაროვმა დუბლინში ითამაშა – “შახტარმა” “შემროკ როვერსს” მოუგო




