მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებაც გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ეს ეხება, ზოგადად, სახელმწიფო კლინიკებში კვალიფიკაციის და თანამშრომლების დონის ამაღლებას და გულისხმობს იდეას, სადაც საქართველოს სამედიცინო სასწავლებლებიდან, იქ, სადაც ყველაზე მაღალი სწავლის დონეა, ამ სასწავლებლების შერჩევა. ამ სასწავლებლებში წარმატებული სტუდენტების შერჩევა და ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 100-დან 150 სტუდენტამდე ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ საზღვარგარეთ გაშვებას, სადაც სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები და ქვეყანას 2-3 წლის შემდეგ ეყოლება ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, რომელთაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას.
[…] ამ პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე იქნება, დაახლოებით, 10 მილიონი ლარი, რაც მოიცავს როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს. ეს რეზიდენტურის პროგრამა იქნება 18-დან 24 თვემდე თითოეული სტუდენტისთვის.