აზარაშვილი მადლობას უხდის ღარიბაშვილსა და გუნდს, საუბრობს საკუთარ მიღწევებზეც

საქართველოს ჯანადვის ყოფილი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს თანამდებობის დატოვების შემდეგ. ის სამინისტროში მუშაობის დროს საკუთარ მიღწევებზე საუბარის დაწყებამდე მადლობას უხდის ყოფილ პრემიერს – ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მინისტრად დანიშნა.
“გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში…
ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა”, – აცხადებს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და მადლობას უხდის საკუთარ გუნდსაც.
ზურაბ აზარაშვილი მინისტრობის დროს საკუთარ მიღწევებში გამოყოფს:
· თურქული წარმოების იაფი მედიაკმენტების ქვეყანაში შემოტანაზე გადაწყვეტილებას;
· საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დადგენას (დრჯ);
· ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვას;
· ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობას;
· დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.
სწორედ მიღწევებზე საუბრის დროს მან ყურადღება გაამახვილა “რესპუბლიკურ საავადმყოფოზე”, რომელის დანგრევის გადაწყვეტილებასაც უკავშირდება მისი თანამდებობიდან გადადგომა:
“თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა”.
ყოფილი მინისტრის ეს საჯარო განცხადება, გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში [14:38] აღარ იძებნება.
ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა 1 მარტიდან თავისუფალია. ამ დღეს, 10:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი თანამდებობას ტოვებდა.
მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიზეზი კომუნიკაციის მიმართულებით შექმნილი პრობლემები იყო და ახსენა “რესპუბლიკური საავადმყოფო”.
კლინიკის დანგრევის გადაწყვეტილება, რომელიც ს პრემიერ-მინისტრობის დროს მიიღეს, თანამშრომელთა დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ირაკლი მ ეს გადაწყვეტილება პრემიერად მუშაობის დაწყების პირველივე დღეებში შეცვალა.