ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 260-მდე დაშავდა

ავღანეთის ჩრდილოეთით, ქალაქ მაზარ-ე-შარიფთან ახლოს 6.3 მაგნიტუდის მოხდა, რის შედეგადაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 260-მდე დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი მაზარ-ე-შარიფთან ახლოს, 28 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
ავღანეთის „თალიბანის“ მთავრობის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტად ბალხისა და სამანგანის პროვინციების ნაწილები დაზარალდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შარფატ ზამანის განცხადებით, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)