ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 315-მდე გაიზარდა

ჩრდილოეთ ავღანეთში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ სოფლები გაანადგურა და, სულ მცირე, 315 ადამიანი იმსხვერპლა, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით სტიქიის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 1 600-ს აჭარბებს.
ამასთან, წყალდიდობამ დააზიანა ათასობით სახლი, გაანადგურა პირუტყვი.
„თალიბანის“ ეკონომიკის მინისტრმა, დინ მოჰამად ჰანიფმა გაერო-ს, ჰუმანიტარულ სააგენტოებს და კერძო ბიზნესს მოუწოდა, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს დახმარება გაუწიონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საბჭო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსაფუძვლოდ დაკავებული ყველა პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი, გააუქმოს რეპრესიული კანონები და შეწყვიტოს აგრესიული ნარატივის გამოყენება ევროკავშირის წინააღმდეგ

ალექსანდრე დარახველიძე – გუშინ შსს-მ აქციის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ახალი კანონი ძალაში შევიდა და დაემორჩილონ მოთხოვნებს – თუ შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონის მოთხოვნები დაირღვევა, ვიმოქმედებთ შესაბამისად