ავღანეთში ძლიერი მოხდა, არის მსხვერპლი

სააგენტო Reuters-ი ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა სულ მცირე 7 ადამიანი და 150-მდე დაშავდა. 12 დაღუპულის შესახებ იუწყება ტელეკომპანია CNN-ი.
მაზარი-შარიფი ავღანეთის ბალჰის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი და ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. იქ 500 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. დღეს, 3 ნოემბერს მიმხდარი მიწისძვრის უშუალო ეპიცენტრი იყო მოსაზღვრე პროვინცია სამანგანი. იგრძნობდა ავღანეთის მეზობელ ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში.
ავღანეთში მიწისძვრით გამოწვეული ზიანის მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია. ბალჰის პროვინციის ხელისუფლებამ განაცხადა, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ. ამასთან, დაადასტურეს, რომ დაზიანებულია მაზარი-შარიფში მდებარე ლურჯი მეჩეთი.
· 2025 წლის 31 აგვისტოს ავღანეთის აღმოსავლეთში, მთიან პროვინციებში მასშტაბური ნგრევა მოჰყვა 6 მაგნიტუდის მიწისძვრას. დაიღუპა 2000-ზე მეტი ადამიანი და ათასობით დაშავდა.
· ავღანეთში დიდი მსხვერპლის გამომწვევი დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა 2023 წლის ოქტომბერშიც.
სტიქიურ უბედურებებზე ეკონომიკურად სუსტი ავღანეთის რეაგირების შესაძლებლობა კიდევ უფრო შეიზღუდა ქვეყნის ხელისუფლებაში რადიკალური ისლამისტური მოძრაობა თალიბანის დაბრუნების შემდეგ.
2021 წლიდან, როცა ავღანეთიდან -ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციური ძალების გაყვანას ხელისუფლებაში თალიბანის დაბრუნება მოჰყვა, ქვეყნის საერთაშორისო დახმარება მნიშვნელოვნად შემცირდა. მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყნის მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
გაეროს განვითარების პროგრამის მონაცემებით, ავღანეთის მოსახლეობის დაახლოებით 85%-ის საარსებო წყარო დღეში ერთ დოლარზე ნაკლებია.
ფორუმი