ავღანეთში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ავღანეთის პროვინცია ბადახშანის მთებში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, – ინფორმაციას ავღანური მედია ავრცელებს.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ცნობით, ავღანეთში გაუჩინარებული Falcon 10 თვითმფრინავი ს სამოქალაქო თვითმფრინავების სახელმწიფო რეესტრშია რეგისტრირებული. უწყებაში განმარტავენ, რომ თვითმფრინავი რადარებიდან ავღანეთის საჰაერო სივრცეში ყოფნისას გაუჩინარდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა – ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრი. თვითმფრინავი გაია – ტაშკენტი – ჟუკოვსკის ჩარტერულ რეისს ასრულებდა.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ავღანეთისა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებასთან კონტაქტში იმყოფება და თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს.