ავღანეთში მიწისძვრის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა

აღმოსავლეთ ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ათობით სახლი ნანგრევებად იქცა და არსებობს შიში, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს.
თალიბანის მთავრობის წარმომადგენლებმა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მოუწოდეს, შორეულ მთიან რაიონებში სამაშველო სამუშაოებში დახმარება გაუწიონ, რადგან ზოგიერთ მათგანში წვდომა, მეწყერისა და წყალდიდობის გამო, მხოლოდ საჰაერო გზით არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: პიროვნულ დონეზე, ნინოს (რახან დავმეგობრდით და სახელებით მივმართავთ ერთმანეთს) მინდა ვუთხრა, რომ გავიგე მისი ძახილი. ამოვიკითხე რის თქმასაც ცდილობს და ადამიანურად ვუთანაგრძნობ იმ ვითარების გამო, რაშიც გაყო თავი

გია ხუხაშვილი – „ლელოს“ აკრძალვის მოთხოვნა ვირეშმაკული ტაქტიკაა, ამას სასამართლო, ალბათ, არ დააკმაყოფილებს, ხაბეიშვილმა კი პროვოკატორის როლი შეასრულა და ხელი შეუწყო სარჩელს – ამაზე გაბრაზდებიან, თუმცა ცივი წყალი დალიონ